პოლიტიკა
სააკაშვილი მზადაა, წავიდეს და მოიჭრას სხეულის ნაწილები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ

saaka--gonSikთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი.  გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსეთის ტელეარხების – "Первый", "Россия", НТВ, "Дождь", РЕН ТВ –  ჟურნალისტთა შეკითხვებს, სადაც ორჯერ შეეხო საქართველოს საკითხს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული მოსკოვის ხელშეკრულებით გამყარებული თანხმობის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან წავიდეს („ბი-ბი-სი“ და  მსოფლიოს სხვა წამყვანი საინფორმაციო სააგენტები  შეტყობინებას აქვეყნებენ სათაურით: „სააკაშვილი თანახმაა, გადადგეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ“ ).

სააკაშვილი ამ განცხადებას რუსთავიდან გამოეხმაურა, სადაც მან ავტოდრომი მოინახულა. მათ უნდათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო, რომ მათ უნდათ, მოიყვანონ ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ ის დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ის შეწყვეტს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე; და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსები ეძახიან, რუსეთის დღევანდელი მთავრობა ეძახის, ახალ შექმნილ რეალობას. აი ეს არის ის, რაზეც ლაპარაკობენ“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო კომენტარში, რომელიც ავტომრბოლელის ფორმაში ჩაცმულმა გააკეთა.

ამიტომ ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავის ჯარები, დღესვე, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი [არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი], მზად ვარ, სადაც უნდათ, ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან და ჩემი მთავრობის წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე“, – განაცხადა მან.

რასაც ისინი ამბობენ, ხომ ამბობენ, რომ აღადგენენ ურთიერთობას, უნდათ მთლიან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, თავის ტერიტორიებში, ამაზე დღესვე ვაწერთ ხელს, – განაგრძო მან, მივდივარ, ამ ხელშეკრულების თანახმად, თუ ისინი დათანხმდებიან, ოღონდ დაგვიბრუნონ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი, გაიყვანონ აქედან თავის ჯარი, თუნდაც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოხდეს ეს ყველაფერი“.

და მერე, მე მზად ვარ დამატებით მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. აუცილებლად მზად ვარ, რომ ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე, ოღონდ გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები და საქართველოს ხალხს, მრავალეთნიკურ მოსახლეობას მისცენ საშუალება, განვითარდნენ ბოლომდე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მტკიცება იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას ქართველი ხალხის უყვარს, ტყუილია. მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, თუ რატომ უნდა მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, მათი აზრით და მათივე გამონათქვამებით, რომლის გამეორებაცმიბაძვაც კი შეუძლია რუსეთს“, – განაცხადა მან (სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა მედვედევის ინტერვიუს ის ნაწილი – საქინფორმი). მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის წარმატებული საქართველო არის ყველაზე დიდი კოშმარი.

„ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელს, აღდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის ან მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რასაც დიდი ხანია, ისედაც ვვარაუდობთ, ასევე, თვითონ რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა.