სამართალი
ევროსასამართლომ დაზარალებული ქართველი ჟურნალისტების საქმეები დასაშვებად ცნო

eurocourt1თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად დაზარალებული ჟურნალისტების საქმეები დასაშვებად ცნო. როგორც ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტიდან“ აცნობეს, მან ევროსასამართლოში სტრასბურგში გაასაჩივრა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემთხვევა, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მედიის წარმომადგენლების უფლებათა დარღვევის საქმეები, მათ შორის, მაშინდელი სახალო დამცველის – სოზარ სუბარის, პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტიის“ ლიდერ კობა დავითაშვილისა და სხვა მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უკანონობისა და გამოყენებული ძალადობის შემთხვევები.

„ახლახან ჩვენი ორგანიზაციისთვის  ევროპული სასამართლოს ვებგვერდის (http://www.echr.coe.i№t/echr/) საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 6 მარტს განიხილა საქართველოს წინააღმდეგ გასაჩივრებული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად უფლებადარღვეული „ტელეიმედის“ და რადიო „იმედის“ ჟურნალისტების შემდეგი საქმეები: გიორგი ახვლედიანი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22026/10; გოჩაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27551/10; ირაკლი მოსეშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22043/10; ჯონი კალანდაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22087/10; მეზურნიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27534/10; რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27583/10; საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27572/10; თეა სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22128/10; ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22078/10; გიორგი ახვლედიანი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22026/10; გოჩაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27551/10; ირაკლი მოსეშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22043/10; ჯონი კალანდაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22087/10; მეზურნიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27534/10; რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27583/10; საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27572/10; თეა სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22128/10; ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 22078/10; ცხვარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. საქმე № 27480/10.

სასამართლომ ჩამოთვლილი საქმეები მიიჩნია დასაშვებად. აღნიშნული საქმეები საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა  შემდგომი განმარტებისათვის“, – განაცხადეს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტში“.