პუბლიკაციები
ამაშუკელი: „როდესაც ქართველი პრიორიტეტს აძლევს ნატოს და არა საქართველოს მთლიანობას, ის საქართველო ყოფნის ღირსი აღარ არის!“

anons-rezo2საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა და ქართველი საზოგადოების პრობლემებზე საქინფორმის კორესპონდენტი გამოჩენილ ქართველ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის პრემიების ლაურეატს, ალბერტ შვაიცერის პრემიის მფლობელს, საფრანგეთის შევალიეს ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ბატონ რეზო ამაშუკელს ესაუბრა.

– ბევრმა იცის, რომ  ადრე – „რეფორმატორების“, მომავალში კი „ხელისუფლების“, უმკაცრესი ოპონენტი ხელისუფლებაში მათ მოსვლამდეც იყავით. თუმცა „მარად ოპოციზიციური იმიჯის“ პოლიტიკოსები თქვენი „წაკბენის შანსს“ ხელიდან მაინც არ უშვებენ. „რესპუბლიკელებს“ ვგულისხმობს, რომელთა რეიტინგსაც ბატონი ბიძინას გვერდში დგომამაც ვერ უშველა. ივანიშვილი პოლიტიკაში სრულებით ახალი რეალობაა. ბევრს მისი იმედი აქვს. ბევრიც მასთან მიმართებაში სწორედ „რესპუბლიკელთა“ გამო ფრთხილობს...

– არ ვიცი, ვინ „ვის სახედ“ მთვლის, ყოველ შემთხვევაში, მე მთელი ჩემი სიცოცხლე, თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ გამოვა, როგორც შევძელი, ვცდილობდი, ვმდგარიყავი იქ, როგორც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა და მიმაჩნდა, რომ სწორი იყო. არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ. შეუცდომელი ამქვეყნად არავინაა, მაგრამ შეცდომასაც გააჩნია... თუ შეცდომა განზრახ „მოგდის“ და იცი, რომ ეს შეცდომა არის შენს სასიკეთოდ, ეს უკვე შეცდომა კი არა, ღალატია. ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი და ბევრჯერაც შევსწრებივარ.  რაც შეეხება ამ „ახალგაზრდა რეფორმატორებს“, ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ ეს სულ სხვა რამ არის, ადამიანს ამისთვის სხვა მონაცემები უნდა ჰქონდეს. მაშინაც კი, როდესაც ზოგ-ზოგიერთებს სხვადასხვა გადახრა შევამჩნიე, ვგულისხმობ სხვა ორიენტაციებს, ვგულისხმობს არა მარტო... ამ წუთში ეროვნულ თემებზე მაქვს საუბარი,  მაშინვე ჩემი პროტესტი გამოვხატე. ამიტომ ძალინ ხშირად მქონდა განხეთქილება მათთან, რომლებიც ასე იქცეოდნენ. პირდაპირ ვაცხადებ: რომ  არა მე, ესენი ახლოსაც ვერ გაეკარებოდნენ ხელისუფლებას!  მთელი უბედურება ისაა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სინდისის ქენჯნით მოვდივარ და თავი დამნაშავედ მიმაჩნია, რომ თავის დროზე იმისთვის უნდა მებრძოლა, რომ ესენი არ გამეჭაჭანებინა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ არც ამის ძალაუფლება მქონდა ჩემი ნომინალური შესაძლებლობების გამო.

– თუმცა გვახსოვს ისიც, რომ მთავრობის სხდომაზე ერთადერთი იყავით, ვინც შევარდნაძეს საკმაოდ მკაცრად მოსთხოვეთ ამათი „ალაგმვა“და კარის გაჯახუნებთაც დაგიტოვებიათ სხდომა...

–  ყოველ შემთხვევაში, სანამ  ესენი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და მერეც, ჩემი პროტესტის განცდა მქონდა და სწორი ბრძანდებით, არსებობენ მოწმეები, როდესაც მე მთავარი საბჭო პროტესტის ნიშნად დამიტოვებია და უკან არც კი მომიხედავს.

– ხელისუფლება ყველანაირი აკრძალული  მეთოდით ებრძვის ივანიშვილს. გამოკითხვით გამოჩნდა, რომ მოსახლეობის 70%-მა დადებითად უპასუხა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70% ივანიშვილს მისცემს ხმას არჩევნების დროსაც. ხელისუფლების მხრიდან შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზეც გავრცელდა ინფორმაცია და არა მარტო  რეგიონებში, ქალაქშიც. ეს მოსახლეობას არჩევანის გაკეთებისას ხომ არ შეაშინებს?

– ამ კითხვას რომ მისვამთ, გაგახსენებთ, რომ, თუ ჩემს პუბლიკაციებს კითხულობთ, ეს ყველაფერი მე ხუთი წლის წინათ ვთქვი. გამოვაცხადე, რომ ამ გიჟსა და გადარეულს და, საერთოდ, ამ ხელისუფლებას, ჰყავს კბილებამდე შეიარაღებული და ფულით გასიებული ზონდერები. ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მოსახლეობასა და ხალხს მინდა, ვკითხო: რამდენ ხანს შეიძლება მონობაში ყოფნა და ვინ ყრიან ესენი საერთოდ? სიცოცხლე ერთია და თუ სადღეგრძელოების ლაპარაკი ვიცით, ქართველობაზე თავს ვდებთ, შვილების გაზრდა გვსურს და გვინდა, გადარჩეს ეს ერი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება. ამასაც ხმამაღლა ვაცხადებ! რა, მე ვიცოდი ეს ხუთი წლით ადრე, ვამჩნევდი და სხვამ არ იცოდა?  მხედველობაში მთელი ეს საელჩოები მყავს და ბევრი მათგანი ძალიან კარგადაც სივდება ბევრი ფულით. თავის დროზე ბევრი მოილტვოდა აქეთ, იცოდნენ, რომ აქ „ფულის ორმო“ იყო.  ნუ ჩამომათვლევინებთ კიდევ იმ ხალხსა და სახელმწიფოებს, რომლებმაც არა მარტო ფული გაზიდეს საქართველოდან, არამედ ისეთი ნივთებიც წაიღეს, რაც ერის კუთვნილება იყო.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები გადის საელჩოების ხაზით. ეს ინფორმაცია საჯაროს თანამშრომელმა გამიმხილა...

– ყოველ შემთხვევაში, ფაქტების მოყვანა არ შემიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება და თუ ასეთი ადამიანები არსებობენ, მე ნუ შემომახოცავენ ყველაფერს და ხმა მათაც ამოიღონ.      

– სააკაშვილის წარმომავლობაზე აქცენტირების გამო, ზოგიერთმა ქსენოფობად მოგნათლათ. თქვენს უახლოეს მეგობარ სტურუასაც, ფაქტობრივად, ამის გამო  გადაეკიდნენ. თუმცა შესაძლოა,  ეს იმ უმსგავსობის პრევენციაც ყოფილიყო, რაც დღეს რუსთაველის თეატრში ხდება. რობერტ სტურუა ამას არ დაუშვებდა...

– გავიმეორემ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს და წლების წინათაც ვამბობდი ამას. „პატერსონ & ბელქნაფი“, თუ გაგიგიათ ასეთი ორგანიზაცია, კირკ კირკორიანი და სხვებიც... ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შუაზეც რომ გაიფხრიწონ და რაც უნდა ის მიწოდონ, მაინც ვიტყვი, რომ  სააკაშვილი 90% არის სომეხი და სომხური პროექტი, ისევე, როგორც „ნაციონალური მორაობა“. ვერ მიმითითებთ მთავრობაში ვერცერთ ქართველს.  

ახლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ცისკარიშვილი ან ბარამიძეა იგივე ქართველი, ან კიდევ სხვა, მე მარტო წარმომავლობასა და სისხლის შემადგენლობაზე არ ვლაპარაკობ.  პირველ რიგში, მე მათ  საქმეებზე ვლაპარაკობ. ვის გაახსენდებოდა სააკაშვილის სომხობა,  ქართული საქმეები რომ ეკეთებინა? მაგრამ ეს თემა წამოიწია იმიტომ, რომ მხოლოდ სამტრო საქმეებს აკეთებს. აკეთებს მოხლოდ იმას, რაც „დიდი სომხეთის გეგმებში“ შედის. რობიკოს (სტურუას, – ავტ.) პირველს არ უთქვამს, რომ სააკაშვილი სომეხია. ეს პირველმა მე ვთქვი. რაც შეეხება ჩემს ქსენოფობობას, უახლოესი მეგობრები მყავდა  გამოჩენილი სომხები, დაწყებული პარუირ სევაკით, ოვანეს შირაზით, კარო კარაპეტიანით, ვარდგეს პეტროსიანით, ვაგან დავთიანით, არტო ჩაქმაჩიანით,  რომელიც ახლა ამერიკაშია – უდიდესი მოქანდაკე და ბევრი სხვით დამთავრებული. კიდევ გავიმეორებ, წაიკითხონ სომხების მიმართ მიძღვნილი ჩემი პოემა. აქ სომხობა არაფერ შუაშია! მე ქსენოფობი ვარ? სომხებს ვებრძვი და უამრავი ებრაელი მეგობარი მყავს და გადაყოლილი ვარ მაგათზე? საბაჟოს უფროსი მოვახსნევინე აეროპორტში, იმიტომ, რომ ფულს ართმევდნენ. ჩვენ ებრაელების გვერდით რომ არ დავმდგარიყავით, მთელი მსოფლიო ზურგს შეგვაქცევდა. 

– ბატონო რეზო, პარლამენტში, ფაქტობრივად, ამ სომხური თემის გამო ეროვნული უმცირესობების შეურაცხყოფისთვის  კანონის გამკაცრებას გეგმავს. სწორედ ასეთი კანონი ხომ არ იქნება ქსენოფობიური სომეხი ეროვნების მიმართ, რადგან ქსენოფობიის ასეთი „დაცვითა და სომხობაზე“  ასეთი რეაქციით  ხელისუფლება სომხურ ეთნოსს საქართველოში ქართველებზე „დაბლა“ ხომ არ დააყენებს?

– რასაკვირველია, ასე გამოვა. რა სჭირთ სომხებს ამათი დასაცავი, თუ ხელოვნურად არ აღვივებენ შუღლს? როგორ გამოდის – მე ქსენოფობი ვარ, თვითონ კი მიწასთან გაასწორეს რუსები და ეს არ არის ქსენოფობია?! რა ვთქვა ახლა მე, რომ სააკაშვილი არის მადიჩების შთამომავალი, თუ ჰაბსბურგების მემკვიდრე... მაშინ აღარ ვიქნები ქსენოფობი?

– სააკაშვილს ისტორიკოსთა ჯგუფი შეუქმნია, ვინც მის „ბაგრატიონული სამეფო წარმომავლობის“ დამტკიცებას შეეცდება საზოგადოებისთვის. ალბათ, აღარც პრეზიდენტი რომ აღარ იქნება და აღარც პრემიერი, სადღაც პატარა სამეფო რომ მოიწყოს...

– მე უფრო ადვილი გამოსავალი მაქვს მაგისთვის. გაარემონტონ ფსიქიატრიული საავადმყოფო და იქ მოუწყონ სამეფო. იქ „ნაპოლეონიც“ იქნება გვერდზე, „ალექსანდრე მაკედონელიც“ და დაჯდეს იქ. ამაზე ფიქრს, ურჩევნია, ხშირად ჩაიხედოს სარკეში. მეფე თავი ახლაც ჰგონია, ამიტომ ერთპიროვნულად, ერდოღანთან შეთანხმებით, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი საზოგადოების, საპატრიარქოსა და ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი აჭარლების დაუკითხავად გადაწყვიტა. ოსმალო ჯარისკაცების ხის სამლოცველოს ვითომდა აღდგენის საბაბით, თანაც, სრულებით სხვა ადგილას,  უზარმაზარ კომპლექსს აშენებს, რომლის აშენებასაც მთელი აჭარა და საქართველო აპროტესტებს და ეგ მაინც აშენებს. ისედაც მეფედ არ გრძნობს თავს? მე მაგას როსტომ-ხანი ამიტომ დავარქვი. აჭარა, ფაქტობრივად, დაკარგულია ამის ხელში. როგორ ფიქრობთ, ტერიტორიის დაკარგვა რას ნიშნავს? ქართველმა მუსლიმება შეინახეს ქართველობა. ეს ძალით თავსმოხვეული სარწმუნოებაა, მაგრამ მათია და ამის წინააღმდეგი არავინ არასდროს ყოფილა. ქრისტიან ქართველს ვერ ნახავთ,  მუსლიმი ქართველის წინააღმდეგი რომ იყოს. ეს მისი სისხლი და ხორციცაა. სხვა რამეზეა ლაპარაკი – ესენი მოვიდნენ ამ ქვეყნის წასაშლელად და გასანადგურებლად. მაშინ, როდესაც  გამოკითხვაში, რომლისაც თითქმის არავის სჯერა, ქართველი თავისი მიწაწყლის სანაცვლოდ პრიორიტეტს აძლევს ნატოს, საქართველოს მთლიანობა აღარაფრად მიაჩნია, ის საქართველო ყოფნის ღირსი აღარ არის!

– „NDI“-ს კვევის მიხედვით, გრიგოლიას, ანუ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს...

– ეს იმდენად აფსურდულ კითხვად მიმაჩნია, რომ პასუხის გაცემაც არ მინდოდა, მაგრამ  ვინც შეიფერებს, რაც არ ეკუთვნის... იმიტომ, რომ ამასწინათ გამოხტნენ (გულისხმობს „ქდმ“-ს, – ავტ.) რომელიღაც გაზეთში – „ვინც იმას გვაბრალებს „ქდმ“-ს, რომ მთავრობასთან შეკრულია, თავში ქვა უხლიაო“. ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ თავშიც ქვა უხლიათ და სარიც უთხრიათ. ასე ვპასუხობ ამას. კიდევ ვაპირებდი, რომ გავჩუმებულიყავი და ჩემი ოჯახიშვილობის გამო ხმა არ ამომეღო, მაგრამ „გაღმა შეედავეს“ პოლიტიკას არ გავუჩუმდები.  

– ბატონო რეზო, „ქრისტიან-დემოკრატების“ თაობაზე „იმედის“ მაშინდელი თანამშრომლები ჰყვებიან, რომ  ჟურნალისტთა ეს კორპუსი ყოველ საღამოს გივი თარგამაძესთან დარბოდა პარლამენტში კონსულტაციაზე. ასე რომ, თქვენ სრულებით მართალი ბრძანდებით...

– თავისთავად ცხადია, ასე იყო. აბა, სხვა რა საქმე მაქვს მაგათთან.

– ბატონო რეზო, რუსეთთან მიმართებაშიც საინტერესოა თქვენი პოზიცია...

ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში რუსეთზე დადებითად საუბარი არაპოპულარულად ითვლება და ბევრიც სპეკულირებს ამთ. თუმცა დიდი კულტურისა და ცივილიზაციის  კერად აღიარებულ რომშიც ერთ დროს ქრისტიანობაც არაპოპულარულად ითვლებოდა. ფიზიკურსა და მატერიალურზე მეტად, ადამიანისა და ერის „სულიერი ოკუპაციაა“  საშიში. ამაზე ბიბლიაშიც წერია, რომ „სულის წარწყმედას ერთი ასოთაგანის ამოთხრა და წარწყმედა სჯობს“. ისე მიჰყავთ საქმე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომ მართლმადიდებლობის გარდა, ყველა რელიგიური კონფესია გახდება პოპულარული. უნდოდა ეს ბევრს თუ არა, რუსეთის 4 მარტის არჩევნებით, ვლადიმერ პუტინი ისევ პრეზიდენტი გახდა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ბევრი ქართველი, იდეოლოგიურ-კულტურული და ზნეობრივ-სულიერი თვალსაზრისით, ამერიკულ პოლიტიკაში სულიერი ოკუპაციის მეტ ნიშნებს ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე – ამერიკაც და რუსეთიც, არის იმპერია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ის ღირებულებები, რასაც ამერიკა ასე მტენის ცხვირში რამდენიმე წელიწადია. ეს „ამერიკული სულიერება“, თუ ამას სულიერება ჰქვია?!. არ ვამბობ, რომ რუსეთისგან ყველაფერს ვიღებ, მაგრამ რუსული კულტურა, განსხვავებით ამერიკულისგან, ჩემთვის განუყოფელია. ეს ორი, სრულებით სხვადასხვა ცივილიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარი კულტურის საქვეყნოდ დეკლარირებას ახდენს.

– „საქინფორმის“ მხრიდან მეზობელი სახელმწიფოსთვის საპრეზიდენტო გამარჯვებაში მილოცვამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია მათგანაც,  ვისაც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობის შესანიშნავად ესმის. მილოცვის გამო „საქინფორმსა“ და მის ხელმძღვანელზე  თავდასხმები,  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ზოგისგან არსებული რეჟიმის მაამებლობისა და საკუთარის ხელშეუხებლობის გარანტიის გამჟღავნება ხომ არ იყო?

– აი ის, ჩექმებიან კატას რომ ჰგავს, „პიკია“, თუ „პუკი“ (გულისხმობს ტელეკომპანია „ПИК-ს, – ავტ. )... სწორედ განაპოლსკისა და ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტების დაწყებულია მთელი ეს აქცია ხიდირბეგიშვილის წინააღმდეგ. დაუკვირდით ერთ რამეს, აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც ვიღაც ვიღაცას ულოცავს, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტი და სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. პუტინს ყურიდან ენას რომ გამოვუყოფთ – ამით რამეს მოვიგებთ? რას მოიტანს ეს ლანძღვა-გინება, რასაც ეს ლაწირაკები ბედავენ, დაწყებული გოკა გაბაშვილით და წიკლაურებით დამთავრებული. მე ძალიან მეშინია იმის, რომ ამ „თეთრ დათვს“ ერთ მშვენიერ დღეს ისე გააღიზიანებენ, რომ ისე ჩაგვცხებს... ეგენი კი თავიანთი დამრგვალებული თეძოებით ჩასხდებიან თვითმფრინავებში და გაქუსლავენ, როგორც მაშინ ასწრებდნენ წითელ ხიდზე ერთმანეთს და ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა ვაგოთ პასუხი.

პუტინს გამარჯვება მსოფლიოს თითქმის ყველა წონადმა პოლიტიკურმა ლიდერმაც მიულოცა და რაღა „საქინფორმის“ მილოცვა გახდა ამხელა აჟიოტაჟის თემა? რუსეთის პრეზიდენტს მიულოცა სრულიად საქართველოს პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც, რომლის დიპლომატიურ შორსმჭვრეტელობაში, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება. ეს ეტიკეტია, პირველ რიგში, მეზობელი სახელმწიფოს ერთმორწმუნე ხალხის მიმართ და ამას სწორი გააზრება უნდა. ეს, ალბათ, ბევრისმთქმელი უნდა იყოს და ამ პოზიციაზე თავდასხმა  პირდაპირ „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და თუთბერიძის პოზიციის გაზიარება იქნება.

რაც შეეხება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ნატოში გაცვლას, ჩემთვის არავის უკითხავს ამის თაობაზე და მეც მინდა, გავცე პასუხი, ოღონდ, თუ შეიძლება, როგორც პოეტი, გავრითმავ და, რადგან უკეთ ჟღერს, რუსულად ვიტყვი ამას: „Наваро наворовал и снял хороший навар!“.

– გმადლობთ, ბატონო რეზო, ნახვამდის.

ესაუბრა ლიანა ქართველიშვილი