პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „განვითარების ის მოდელი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოს ბატისტასდროინდელ კუბად აქცევს“

CHACIAგაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ წინა ნომერში მკითხველს შესთავაზა პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს პირველი ნაწილი. შეპირებისამებრ, ვაგრძელებთ მასთან საუბარს.

ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავიკითხე თქვენი 2004 წლის გამოსვლა ევროპის პოლიტოლოგთა ფორუმზე, სადაც თქვენ ამტკიცებდით, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს, .. საქართველო ისწრაფვის იმ სტრუქტურაში, რომელიც სულ მალე აღარ იარსებებს?

– ევროკავშირი კიდეც რომ იყოს მდგრადი, პერსპექტიული ორგანიზაცია, საქართველოსთვის მისი კარი მაინც დახურული იქნებოდა. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი, ეს ყველა ადამიანს ესმის, ვინც გეოგრაფია იცის, გეოპოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების მიერ მოცემული პირობა, საქართველოს ევროკავშირში შეყვანის თაობაზე, თავიდანვე ბლეფი, მიმნდობი მოსახლეობის მოტყუება იყო. მაგრამ დღეს ეს იმდენად აბსურდულია, რომ მთავრობის ოდიოზური წარმომადგენლებიც კი ამჯობინებენ, არ განავრცონ ეს თემა – უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

ევროკავშირს, მხოლოდ «ძველ ევროპას» რომ მოიცავდეს,  შეეძლო საკმაოდ დიდხანს – კიდევ 20 წელი ეარსება და ეკონომიკურად განვითარებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა დაჟინებით მოითხოვეს ევროკავშირის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეყვანა, რათა ისინი რუსეთისთვის მოეწყვიტათ და ამავე დროს, ევროკავშირი დაესუსტებიათ, ამან კი საერთო ვითარება ძირეულად შეცვალა.  დღეს კავშირის წამყვან წევრებს – გერმანიას, საფრანგეთს ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკის მხარდაჭერა საკუთარი რესურსების ხარჯზე უწევთ. ის სახსრები, რომლებიც ტრადიციული, მაგრამ შედარებით ღარიბი ევროპული ქვეყნების (ესენია იტალია, საბერძნეთი ესპანეთი და სხვ.) ეკონომიკის მხარდასაჭერად იხარჯებოდა, ახლა კავშირის ათეულობით ახალ წევრ ქვეყანაზე იფანტება. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? გერმანელებს მობეზრდათ ევროპელი მუქთახორებისთვის მეწველი ძროხის როლში ყოფნა. ეკონომიკის არათანაბარი განვითარება შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნების თანაარსებობას საერთო სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებში. საბერძნეთის გაკოტრება მხოლოდ დასაწყისია. პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი რიგში დგანან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს იტალიას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო ვალიც ყველა დასაშვებ ზღვარს აღემატება. საერთოდ, დროა, ვაღიაროთ, რომ ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში შეიყვანა. ადრე თუ გვიან ევროპელებს და ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ





E-mail: saqinform@mail.ru