რელიგია
ილია მეორე: „ჩვენ, პატრიარქებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს“

iliameoreთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას გააკეთა.

„ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის, ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ“, - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა, მონაწილეობს რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

უწმიდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.