პოლიტიკა
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას (EPP) მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ბრეიზამ აღნიშნა საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა. ევროპარლამენტარმა მარტა კოსს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა კომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართოდ შეჩერებას.
„მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოზე სპეციალურ დისკუსიას გვექნება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, - განაცხადა კოსმა.