უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, - ამის შესახებ კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განაცხადა.

„ეს მცდარი ინფორმაციაა“, - განუცხადა ლიტვინმა ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წინადადება უარყო.

interpressnews.ge