აქტუალური
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მ.ი. გალუზინის შეხვედრის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებზე“

   შეტყობინება მედიისთვის

„23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მ.ი. გალუზინმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ო.მ. ბარციცთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველთან კ.კ. კოჩიევთან, რომლებიც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებზე (МДЗ) ეროვნულ დელეგაციებს ხელმძღვანელობენ.

გამართული აზრთა გაცვლა-გამოცვლისას დადასტურდა საერთო განწყობა აღნიშნული დისკუსიების ფორმატში ერთობლივი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებისკენ, მათ შორის ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესში. ხაზი გაესვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის პრიორიტეტულ ხასიათს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის რწმენით, ამ მთავარი ამოცანის გადაჭრა შეუძლებელია თბილისის მიერ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად მავალდებულებელი გარანტიების შემუშავების, აგრეთვე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და მათი შემდგომი დემარკაციის გარეშე.“