პუბლიკაციები
„ეს არ არის რბილი ძალა, ეს - გემრიელი ძალაა. ასე რომ, ჩამოდით!“ - მარია ზახაროვამ უპასუხა მამუკა ფიფიას

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მ. ვ. ზახაროვას ბრიფინგის ფრაგმენტი ეკატერინბურგში, 2026 წლის 15 სექტემბერს:

მამუკა ფიფია: რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს და ბატალიონის შექმნას, მე, როგორც პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, განცხადება გავაკეთე თელავიდან. და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში დაიდგა მეფე ერეკლეს ძეგლი. ჩვენ უდიდესი გზა გავიარეთ. არ იყო ასე მარტივი ო. ა. რომანოვ-ფარცხალაძისთვის ამ ბატალიონის შექმნა. ეს დაკავშირებული იყო ბევრ საკითხთან, პრობლემასთან. მაგრამ ეს ბატალიონი შექმნილია.

   მე აქ სხვა საკითხზე ვარ. ახლახან გადმომცეს კითხვები ბავშვებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც აქ არიან საქართველოდან.

   პატივცემულო მარია ვლადიმეროვნა, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლეთი ქართველი ახალგაზრდების აგრესიულ დამუშავებას ეწეოდა და ცდილობდა ხელოვნურად დაენერგა ანტირუსული განწყობები. თუმცა, ამ კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, დღეს მე მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო აქ, ფორუმზე საქართველოდან ჩამოსულ 40-კაციან დელეგაციას.

ამასთან დაკავშირებით ასეთი კითხვა მაქვს: როგორ აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ფაქტს, რომ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქართველი ახალგაზრდობა თავად აქტიურად ეძებს პირდაპირ კონტაქტებს რუსეთთან და ღრმად არის დაინტერესებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით? და მზად არის თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სისტემური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სხვადასხვა ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებს უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა დაეხმაროს ახალ თაობას ობიექტური ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებაში?

   მარია ზახაროვა: ნება მიბოძეთ ვუპასუხო ამ კითხვას, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა და უბრალოდ როგორც ადამიანმა, ჩემი ქვეყნის მოქალაქემ. სხვა ყველაფერთან ერთად, როგორც ადამიანმა, რომელსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. მე ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა ინტერვიუში.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს დაემხო ეს „სავიზო კედლები“ და ბოლოს და ბოლოს აღდგა საავიაციო მიმოსვლა. ერთობლიობაში ეს ორი ფაქტორი ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებელს ხდის პასუხის მოძებნას კითხვაზე: „როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები?“ როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი დონეზე.

იცით, ამბობენ, რომ სიმართლე ფასდაუდებელია. არ ვკამათობ ამაზე: ის ნამდვილად ფასდაუდებელია. მაგრამ აი, ეს კონკრეტული ფრაგმენტი, სიმართლის ეს ნაწილი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს. იცით, რა ღირს ის? ის ღირს მხოლოდ საქართველოდან რუსეთში ბილეთის ფასი. ჩამოდით, თავად ნახეთ. ესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს. იარეთ ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში და, სხვათა შორის, რესტორნებშიც. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც: სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო – მოსკოვში თუ თბილისში.

   მამუკა ფიფია: რბილი ძალა.

   მარია ზახაროვა: ეს არ არის რბილი ძალა, ეს - გემრიელი ძალაა. ამიტომ ჩამოდით, ნახეთ. თავად ჩამოდით. შესაძლოა, არა მხოლოდ საავიაციო მიმოსვლით, ვისაც როგორ აწყობს. უბრალოდ ჩამოდით, ნახეთ. გაიგეთ, რა მდგომარეობაშია ის ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან ან ჩვენს საერთო ისტორიასთან. გაიარეთ ჩვენი წინაპრების საერთო საბრძოლო დიდების ადგილებში, ნახეთ, რა მდგომარეობაშია შენახული მონუმენტები, რომლებზეც ამოკვეთილია ქართული გვარები და სახელები. ესაუბრეთ ყველას – ახალგაზრდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს. წადით ბიბლიოთეკებში, ნახეთ, როგორ ფართოდ არის წარმოდგენილი ლიტერატურა, როგორ ვამაყობთ იმით, რომ გვქონდა ასეთი ერთობის დრო. წადით სკოლებში. ნახეთ, გადაფურცლეთ ისტორიის სახელმძღვანელოები. რაოდენ დიდი პატივისცემით ისწავლება ჩვენს ქვეყანაში ის ნაწილი, რომელიც კვლავაც უკავშირდება საქართველოს ისტორიას, ჩვენს საერთო ისტორიას. სულ ეს არის. ამ პასუხის მიღება თავად შეგიძლიათ. რაში გჭირდებათ პოლიტიკური განცხადებები და ა.შ.? ისინი საკმარისზე მეტი იყო.

თქვენ სწორად ამბობთ: დასავლური პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი არ სჯეროდეთ. დასავლური პროპაგანდა არასოდეს იტყვის, თუ როგორ აპროვოცირებდა ის ქართულ-ოსურ კონფლიქტს, იმ კონფლიქტს, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ჩვენს ურთიერთობებს საშინელი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ჩვენ ვიტანჯებოდით. საქართველოშიც იტანჯებოდნენ ადამიანები და რუსეთშიც იტანჯებოდნენ, კიდევ როგორ იტანჯებოდნენ. ახლა არ ვისაუბრებ სხვა ადამიანების ტანჯვაზე. ახლა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. ხომ არასოდეს მოყვება დასავლური პროპაგანდა, როგორ „წაქეზდნენ“ დასავლურ გრანტებზე პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში არა ქართულ, არამედ დასავლურ პოლიტიკას ატარებენ, როგორ „წაქეზდნენ“ ისინი რუსოფობიური მოტივებით.

შესაძლებელია ჩამოსვლა და თავად ნახვა. ადრე რთული იყო. მე ვხედავდი, როგორ ადრეც, სავიზო რეჟიმის პირობებშიც კი, მაინც არ წყდებოდა ეს კავშირები. როგორ გადალახავდნენ ადამიანები ამ სავიზო ბარიერებს და მიდიოდნენ, მიდიოდნენ, მიდიოდნენ. გზას იკვლევდნენ თავისიანებისკენ უბრალოდ იმიტომ, რომ სურდათ ამ ურთიერთობების შენარჩუნება. ახლა კი მორჩა – ეს ბარიერები აღარ არის.

ჩამოდით რუსეთში, თავად ეძებეთ პასუხები კითხვებზე. თქვენ შეიძლება რაღაც დაგარწმუნოთ განცხადებებიდან, ოფიციალური თვალსაზრისებიდან. მაგრამ კოლოსალურ გავლენას მოახდენს მხოლოდ ის პასუხი, რომელსაც თავად იპოვით. ასე რომ, ჩამოდით!