პუბლიკაციები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კასპიის ზღვის შუა დერეფანი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან უნდა იყოს ინტეგრირებული

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებელია აზერბაიჯანის გავლით გამავალი კასპიისპირა შუა დერეფნის შეთანხმება და ინტეგრირება ჩინურ ინიციატივასთან „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პლუს“ (SCO+) ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას:

ჩვენ გვსურს, რომ კასპიის ზღვის გადამკვეთი შუა დერეფნის ინიციატივაერთი სარტყელი, ერთი გზაინიციატივასთან იყოს თავსებადი და ამ ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლობას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს SCO-ს ქვეყნების დასავლურ ბაზრებზე გასვლის უზრუნველყოფაში, ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასა და გეოპოლიტიკური რისკების მართვაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, არამედ უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში და ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება, არალეგალური მიგრაცია, ტერორიზმი, ტრანსნაციონალური დანაშაული და სასურსათო უსაფრთხოება სერიოზულ გამოწვევებად იქცა და განაცხადა, რომ 2026 წლის 11–12 ნოემბერს თურქეთი ანტალიაში უმასპინძლებს COP31 სამიტს.