პუბლიკაციები
22 ივნისი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, ხსოვნისა და მწუხარების დღე – დიდი სამამულო ომის დაწყების დღე

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი.

სსრკ-ზე ჰიტლერული გერმანიის ვერაგული თავდასხმის 85-ე წლისთავის ადრიან დილას, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამხედრო დიდების ობელისკთან. მარადიული ვალის გრძნობით ქედმოხრილებმა მათ წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის დაუზოგავად აახლოებდა დიდ გამარჯვებას, დიპლომატებმა ობელისკი ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს.

ნაციზმთან ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს დედაქალაქის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ერთობლივი რუსულ-ბელარუსული ცერემონია გაიმართა. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა დ.ა. ოლისოვმა და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა ი.გ. ზუბკომ, დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა თანხლებით, გამარჯვებულთა გმირული თაობისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნად ყვავილები მიიტანეს. დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსმა თანამემამულეებმა და საქართველოს არაგულგრილმა მოქალაქეებმა.

22 ივნისი – ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ყველას, ვინც ბრძოლებში მარადისობას შეუერთდა, ვინც მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, ვინც ზურგში შიმშილითა და გაჭირვებით გარდაიცვალა.