უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის საკითხი განიხილა და პირველი მიწოდება წელს მოხდება

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების ვადები. პირველი მიწოდება უკვე წელს მოხდება. მსგავსი ტიპის საჰაერო თავდაცვითი დახმარება ახლა ყველაზე მეტად საჭიროა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას F-16-ის ტიპის შვიდ ავიაგამანადგურებელს გადასცემს.

interpressnews.ge