საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. დაიწყო საზღვარგარეთ (30-ზე მეტ ქვეყანაში) არსებული 120-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიის შემოწმება. დადგინდება ლაბორატორიების ზუსტი ადგილმდებარეობა, რა პათოგენები ინახება იქ და კონკრეტულად რა კვლევები მიმდინარეობს. გაცხადებული ამოცანაა — შეწყდეს პათოგენების გაძლიერებისკენ მიმართული სახიფათო კვლევები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამერიკელებისა და მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობას.
ომამდე მათგან 30-ზე მეტი უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში — 60-ზე მეტი მდებარეობდა. რქბდ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის) ჯარების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა (მოკლულია უკრაინელი ტერორისტების მიერ) არაერთხელ წარმოადგინა ამ ორგანიზაციების ამერიკულ სპეცსამსახურებთან და ფარმაკოლოგიურ კორპორაციებთან (Big Pharma) თანამშრომლობის მტკიცებულებები.