სამართალი
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი 30 აპრილს მოაწერა.