აქტუალური
„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორი: აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა.

„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ 31 მარტიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, რუსეთიდან ელექტროენერგიის გაგზავნა, რაც ზამთრის ენერგოდეფიციტის გამო აუცილებელი იყო, შეწყდებოდა.

31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.