აქტუალური
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილმა გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილს გადაუღეს რენტგენიც და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.