უცხოეთი
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, გადაიდოს, თუმცა არ გაუქმდება.
„სრულიად შესაძლებელია, ის გადაიდოს. პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატების გაგრძელება, რაზეც ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს“, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდეა დაგეგმილი.
1tv.ge