უცხოეთი
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არის მოხსენიებული

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არის მოხსენიებული.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ „ვიკიპედიის“ ვებგვერდზე ის ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს 2026 წლის იანვრიდან იკავებს.

ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ფოტო სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

1tv.ge