პოლიტიკა
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან მალე აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას ვიზეიმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესი როლი ექნება როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.
„ვფიქრობთ, ძალიან მალე სრულიად რეგიონი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის. ძალიან მალე გვექნება აღნიშნული პროექტის საზეიმო გახსნა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.