საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა ატყუებს საკუთარ ხალხს, ისინი ეუბნებიან მათ, რომ საქართველოს აახლოებენ ევროკავშირთან, სინამდვილეში კი, ისინი საქართველოს აშორებენ ევროკავშირს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „ევრონიუსის“ ინიციატივით მოწყობილ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში დღევანდელი ანგარიში არის ყველაზე უარესი, რომელიც ოდესმე მომზადებულა რომელიმე კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
„საქართველოს მთავრობა ატყუებს საკუთარ ხალხს. ისინი ეუბნებიან მათ, რომ საქართველოს აახლოებენ ევროკავშირთან, სინამდვილეში კი ისინი საქართველოს აშორებენ ევროკავშირს. სახეზეა ცხადი უკუსვლა ბევრ სფეროში. განსაკუთრებით ფუნდამენტურ საკითხებში, ასევე კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, მედიის თავისუფლება. საქართველოს მთავრობა არ მისდევს საკუთარი ხალხის ინტერესებს. ერთადერთი ვარიანტი არის, თუ საქართველოს მთავრობა გადახედავს ძალიან ბევრ კანონს, რომელიც მკაფიოდ ანტიევროპულია. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ოპონენტების და ჟურნალისტების დაპატიმრება, მათ მეტად არ უნდა შეავიწროონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს სირთულეები მათ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან მათ ციხე ემუქრებათ. ცხადია, რომ საქართველო ჯერ ისევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ევროკომისიისთვის ეს მხოლოდ ქაღალდზეა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად“, – განაცხადა კოსმა.