პუბლიკაციები
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, ომი უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას უნდა ჰქონდეს აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.