პუბლიკაციები
კირილ დმიტრიევი: დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ომის მომწყობები ძალიან ცდილობენ მშვიდობის პერსპექტივების ჩაშლას, თუმცა დიალოგი, მშვიდობა და აშშ-რუსეთის თანამშრომლობა გაიმარჯვებს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ცდილობენ მსოფლიოში მშვიდობის პერსპექტივის ჩამოშლას, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-რუსეთის თანამშრომლობა გაიმარჯვებს.

„დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ომის მომწყობები ძალიან, ძალიან ცდილობენ მშვიდობის პერსპექტივების ჩაშლას. თუმცა, დიალოგი, მშვიდობა და აშშ-რუსეთის თანამშრომლობა გაიმარჯვებს“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ამასთან, დმიტრიევმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს პოზიტიური და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნგრეთში გამართავს.