პუბლიკაციები
ვიქტორ ორბანი: ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთში აშშ-ის და რუსეთის ლიდერების სამშვიდობო სამიტისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ორბანი უნგრეთს „მშვიდობის კუნძულს“ უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით. აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. უნგრეთი მშვიდობის კუნძულია!“ – წერს ორბანი.

იქამდე კი ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მზად არის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლოს.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის დიდი ამბავია. ჩვენ მზად ვართ!“ – დაწერა ორბანმა X-ზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნგრეთში გამართავს.