აქტუალური
ირაკლი კობახიძე: მადლობა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ვინც ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული ცვლილებები გაითვალისწინეს

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი დელეგაციის წევრებს, მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა გადავუხადო ნატო-ს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნატო-ს ასამბლეის სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადასვლას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას.

„შესაბამისი ცვლილებები ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს ასამბლეის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გადაინაცვლა ახალ კატეგორიაში – პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის.