ქვეყანაში ნებისმიერი არჩევნების პროცესში გარე ჩარევა სახელმწიფოს შიდა საქმეებში მიუღებელ ჩარევას წარმოადგენს. ასეთი ჩარევა განხორციელდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის კონგრესში ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტების ჯგუფის მიერ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თუმცა, არჩევნების შემდეგ, მეგობარი სახელმწიფოთა შორის, განსაკუთრებით უახლოეს მეზობლებს შორის, ჩვეულებრივ, მიღებულია არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის მილოცვა.
მით უფრო გასაკვირია ერევნისა და ბაქოს მხრიდან დუმილი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, არა მხოლოდ მოიგო რიგით უკვე მეათე არჩევნები, არამედ აღკვეთა შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აუვნებელყოფს პუტჩისტებს და ამხელს მათი წარუმატებელი ტერორისტული გეგმების გამოაშკარავებას. თუმცა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ მიულოცა - მიუხედავად იმისა, რომ რიგითმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ დღეებში დადებით მაგალითად მოჰყავდათ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანის მიერ ამბოხის ჩახშობა, რომელმაც ამით ქვეყანა და საკუთარი თავი გადაარჩინა. სომხეთსა ან აზერბაიჯანში მსგავს სიტუაციაში, საქართველოს ხელისუფლება, უპირობოდ, იქნებოდა პირველი, ვინც ოფიციალურ ერევანს ან ბაქოს გამარჯვებას მიულოცავდა!
რაც შეეხება მოსკოვს. საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ოპოზიციამ ისედაც უწოდა საქართველოს ხელისუფლებას „რუსი“, „პუტინის მონები“ და „კრემლის მარიონეტები“, რომლებმაც არჩევნების ნაცვლად „რუსული სპეცოპერაცია ჩაატარეს“, ამიტომ, არაერთხელ მივმართე მოსკოველ სპიკერებს, შეეწყვიტათ საქართველოს ხელისუფლების ქება. როგორც ჩენს, ყურთ იღეს და რუსეთის ხელისფლებამ არ მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას ორმაგი გამარჯვება - არჩევნებში და რუსოფობ ტერორისტებზე, რომლებსაც ქართველმა ხალხმა მხარი არ დაუჭირა (სამაგიეროდ, მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა, და უკრაინამ, რომელმაც ტერორისტებს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოუგზავნა).
რუსმა მეზობელმა არ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ კიდე სხვა ნიუანსების გამოც. მაგალითად, თბილისსა და სხვაგანაც შენიშნეს, რომ „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების ტრადიციულ ცერემონიაზე, ზურაბ აბაშიძისთვის ამ წოდების მინიჭებისას ის წარადგინეს, როგორც ნატოში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, და არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ იგი რუსეთში საქართველოს ელჩის და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გეგმის განხილვის დაწყებაზე, რომელიც 1-2 წელიწადში რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.
თბილისსა და არა მხოლოდ თბილისში შენიშნეს, რომ 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოში უმსხვილესს - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ წარუდგენია არც ერთი ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.
შესაძლოა, ეს იქცა კიდევ ერთ დამატებით მიზეზად, რის გამოც ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცეს.
სხვა მიზეზებზე ფიქრიც არ მინდა — რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები გულშემატკივრობდნენ რადიკალურ ოპოზიციას, რომელმაც მეხუთედ სცადა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს ხელს უნდა აძლევდეთ სტაბილური საქართველო, სადაც გადის სატრანსპორტო მაგისტრალები და მაგისტრალური მილსადენები, რომლებიც მათ რუსეთსა და ევროპასთან აკავშირებს და სადაც ნახევარ მილიონზე მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 7 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი