საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ანგელა მერკელის სკანდალური ინტერვიუ - ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს.
უნგრულ მედიასთან საუბრისას, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს, 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მინსკის შეთანხმებას" სერიოზულად აღარ უყურებდა და სწორედ ამიტომ სურდა ახალი ფორმატი, სადაც პუტინთან ევროკავშირი პირდაპირ საუბარს შეძლებდა.
"2021 წლის ივნისში მივხვდი, რომ პუტინი მინსკის შეთანხმებას სერიოზულად აღარ ეკიდებოდა. სწორედ ამიტომ მსურდა ახალი ფორმატის შექმნა, სადაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, შევძლებდით პუტინთან პირდაპირ საუბარს. ამას ზოგიერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. მოწინააღმდეგეები ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, პოლონეთიც წინააღმდეგი იყო. შიშობდნენ, რომ რუსეთის მიმართ ჩვენ საერთო პოლიტიკის შემუშავებას ვერ შევძლებდით. შემდეგ მე თანამდებობა დავტოვე და პუტინის ომიც დაიწყო", - აცხადებს გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი.
rustavi2.ge