უცხოეთი
ლატვიის საგარეო უწყება - არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება „ქართულ ოცნებას“ ინკლუზიური დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

interpressnews.ge