საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირში ე.წ. რუსული დრონების გარშემო ატეხილი ხმაური რუსეთთან პირდაპირი შეტაკების გამართლებას ემსახურება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გახდა კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი სპონსორი.
„ევროკავშირი გახდა კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი სპონსორი. ე.წ. რუსული დრონების გარშემო ხმაური ემსახურება საზოგადოების თვალში ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი შეტაკების მომზადებას, უკრაინის ე.წ. მხარდაჭერის მიზნით გადასახადების გაფლანგვის გამართლებას და, ზოგადად, იმის გამართლებას, რაც ბოლო წლებში ჩაიდინეს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
1tv.ge