უცხოეთი
დიმიტრი პეკსოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემას მოსკოვი შესაბამის პასუხის გასცემს

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემას მოსკოვი შესაბამის პასუხის გასცემს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაგირება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე, პესკოვმა აღნიშნა – „შესაბამისი“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს „ტომაჰავკის“ რაკეტების ნატო-ს ქვეყნებისთვის გადაცემას უკრაინისთვის შემდგომი მიწოდებისთვის. ვენსის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.

„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება.

1tv.ge