საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დემოკრატიული პროცესი.

ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მანამდე განაცხადა: მივიღეთ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნებანაციონალური მოძრაობისდა მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა“.