აქტუალური
რურუამ რობერტ სტურუას სეზონზე ორი სპექტაკლის დადგმა და დიდი ჰონორარი შესთავაზა

rurua_sturuaთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ახლახან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა მის მიერ ამასწინათ სამსახურიდან დათხოვნილ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას თეატრში საქმიანობის გაგრძელებას, კერძოდ – სეზონზე ორი სპექტაკლის დადგმას და დიდ ჰონორარს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინისტრმა ნიკა რურუამ „ქსენოფობიური“ განცხადებების გამო გაათავისუფლა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება არ უნდა აფინანსებდეს ადამიანს, რომელიც „ქსენოფონიურ" განცხადებებს აკეთებს. ასევე, აღინიშნებოდა, რომ სტურუას შემოქმედებითი წინსვლა არ აქვს და ის „ახალს ვერაფერს ქმნის“.

რობერტ სტურუა კი გულშემატკივართა შეკითხვებს „ფეისბუქზე“ ასე პასუხობს: „ძვირფასო ბატონო ბესო (ბესო ზანგური) და ჩემო მეგობრებო, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  როგორც ყოველთვის, ჩვენი მართველი-მსახიობი უნიჭოდ ტყუის... კი, მინისტრის წინადადება გადმომცა: სეზონში 2 დადგმას მომცემენ და კარგ ჰონორარსაც გადამიხდიანო... მაგრამ მე, ადამიანი, არაპროფესიონალი, ჭაობში რომ ჩავუშვი რუსთაველის თეატრი... მოკლედ, ჩვენი საუბარი ჩემი წიგნების თეატრიდან სახლში გადაზიდვის ტექნოლოგიით დამთავრდა...“