სამართალი
სუს-ი: „ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების პრევენცია“

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) თაღლითობის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყების მთავარი მიზანი არ არის ადამიანების დაკავება, არამედ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია.

„აქვე შეგვიძლია, მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში – გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით,“ – განაცხადეს სუს-ში.

ბრიფინგი შეეხებოდა B.P. TRANS-ის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველთა ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.