საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

პირველად მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისთვის, მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის. ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით...“