სამართალი
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. მინდა, საზოგადოებას დავპირდე, როგორც ნარკოდანაშაულის, ისე ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული პოლიციელი ნარკოდანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„სწორი ნარკოპოლიტიკის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და საპოლიციო ღონისძიებების შედეგია ის სტატისტიკა, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა... ასევე, მინდა, საზოგადოებას დავპირდე, როგორც ნარკოდანაშაულის მიმართულებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს“, – განაცხადა გეკა გელაძემ.