„საქართველოში, ბოლოსდაბოლოს, კანონი ყველაისთვის ამოქმედდა – როგორც ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის – კოლაბორაციონისტებისა და უცხოეთის აგენტებისთვის. ამიტომ, ვიდრე ხელისუფლებას რეალურ თუ გამოგონილ ცოდვებში უსაფუძვლოდ დაადანაშაულებდნენ, ოპოზიციას არ აწყენდა მეტი შორსმჭვრეტელობა და დარწმუნება, რომ მათი ლიდერები ამ მხრივ უცოდველნი არიან (რაც სინამდვილისგან შორსაა...). საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები და ბოლოდროინდელი საპროტესტო მიტინგების დროს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენები – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ან მისი მომზადების მიზნით – დღეს სასჯელს იხდიან ციხეში ან იხდიან ჯარიმებს. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა პრაქტიკულად თავადვე მოახდინეს ხელისუფლების პროვოცირება - ღრმად დაინტერესებულიყო მათი წარსული საქმიანობით, და გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ამასთან ერთად არ იხდიდნენ გადასახადებს და მალავდნენ შემოსავლებს დეკლარაციებში (ხაზარაძე), ან მოქმედებდნენ გარე ძალების დავალებით და ღალატობდნენ საქართველოს (გახარია). ეს ახალი გარემოებები მძიმე ტვირთად დააწვა მათ უკვე ცნობილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (ანაკლიაში პორტის მშენებლობის აფერა – ხაზარაძე, მიტინგის გაუმართლებელი სისასტიკით დაშლა, რამაც მრავალი მძიმე ტრავმები გამოიწვია – გახარია). და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან 13 წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა) მათ წინააღმდეგ სპეცსამსახურებში დიდი რაოდენობით ინფორმაცია დაგროვდა, რომელიც საჭიროებისამებრ ამოქმედდება.
არადა ოპოზიციას – იმ ნაწილსაც, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას (ზემოხსენებული ხაზარაძის და გახარიას პარტიები), ასევე იმ დიდ ნაწილსაც (სააკაშვილის მთავარი ოპოზიციური პარტია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი), რომლებიც 4-5 ოქტომბრის ღამეს დესტრუქციული სცენარით მოქმედებას გეგმავენ – შეეძლოთ არ გაემწვავებინათ სიტუაცია და არჩევნებზე წასულიყვნენ, არ შესრულებინათ ევროპელი ელჩების ინსტრუქციები ხელისუფლების გარდუვალად შესაცვლელად „რევოლუციური“ გზით.
ამ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ ელექტორატში მათი რეიტინგის შესაბამის საპარლამენტო მანდატების რაოდენობას (შარშან), ანდა ადგილებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მოსალოდნელი არჩევნების შედეგად) და გააგრძელებდნენ საქმიანობას კონსტიტუციის ფარგლებში. მიუთითებდნენ ხელისუფლების შეცდომებზე და ამით მოიპოვებდნენ მოსახლეობის, ამომრჩევლის სიმპათიას, იმუშავებდნენ, როგორც შეესაბამება კონსტრუქციულ ოპოზიციას.
მაგრამ ისინი ამასზე „დაპროგრამებულნი“ არ არიან – ძალაუფლებისკენ ავადმყოფული სწრაფვისას მზად არიან იყვნენ მარიონეტები, უცხოეთის, ან თუნდაც ჯოჯხეთის აგენტები, რითაც საკუთარ ღავს სერიოზული პრობლემები შეიქმნეს. რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად ნეგატიურად აისახა და კვლავაც აისახება საქართველოზე, მის ეკონომიკაზე, საერთაშორისო იმიჯზე და ორად გახლეჩილ ქართველ საზოგადოებაზე.
ამრიგად, რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში, რომელსაც, ენა არ მოგიტრიალდება „ქართული“ უწოდო, საკუთარი ხელით გახსნა „პანდორას ყუთი“, – წერს არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.