პუბლიკაციები
არარატ მირზოიანი: ერევნის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სრულად ემთხვევა ჩინეთის ხედვას „ერთი გზა, ერთი სარტყელი“

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერევნის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სრულად ემთხვევა ჩინეთის ხედვას „ერთი გზა, ერთი სარტყელი“. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

არარატ მირზოიანის თქმით, დღეს მთელი მსოფლიო ეძებს „ახალ ლოგისტიკურ წესებს ქვეყნებს შორის კავშირების გასამყარებლად“.

სომხეთის რესპუბლიკის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სრულად ემთხვევა ჩინეთის „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ხედვას. არსებითად, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უკეთესი კავშირი იყოს უზრუნველყოფილი ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, პარიზსა და პეკინს შორის. და ჩვენ ნათლად ვხედავთ ხალხის თავისუფალ და დაუბრკოლებელ გადაადგილებას პარიზსა და პეკინს შორის, საფრანგეთიდან სამხრეთ კავკასიაში, სომხეთში, შემდეგ კი ცენტრალურ აზიაში, მაგალითად, ყაზახეთში ან პეკინში“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა თუ განხორციელდება, სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას და დაეხმარება მთავრობებს, უზრუნველყონ მოქალაქეების კეთილდღეობა და ბედნიერება.