პუბლიკაციები
სომხეთში, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი. გავრცელებული ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა და საქმის წარმოება მალე გაგრძელდება საგამოძიებო კომიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

სომხური მედია წერს, რომ დაკავებულია პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი. დაკავებული პოლკოვნიკის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიგრან მახსუდიანი საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს, რაც არა მხოლოდ უკანონოა, არამედ პოლიტიკური დევნის აშკარა გამოვლინებაცაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე დააკავეს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის მამა არა როსტომიანი, რომელიც არის „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის მხარდამჭერი. სომხური მედიის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა პარლამენტის წევრის, არტურ სარგსიანის სახლში.

სომხეთის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო ტერორისა და ძალადობის პროცესი დაიწყო.

მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის მონაწილეები და ლიდერები გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს და ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.