საზოგადოება
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი: საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა - აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა გუნბამ.

მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.