პუბლიკაციები
ერი, რომელიც ეკლესიის ტოლერანტობამ მიაძინა, ეკლესიამვე უნდა გამოაფხიზლოს! (ჩვენი უმდაბლესი მუდარა მისი უწმიდესობისა და უნეტარესისადმი)

Jalayaniaვინცა მძლავრობით ეუფლება სამყაროს: 

აქედანვე ვჭვრეტ ვერ მიაღწევთ 

საწადელს.

სამყარო საიდუმლო ჭურჭელს ჰგავს:

შეხება მისი არ ეგების.

ვინც შეეხება:

ხელყოფს მის თანხმობას.

ვინცა დაეუფლება:

დაკარგავს მას.

ლაო ძი,

დიდი ჩინელი ფილოსოფოსი

თავს უფლებას ვაძლევ, უწმინდესო და უნეტარესო, მრავალთა შორის ერთ-ერთმა გულდაკოდილმა ქართველმა, შემოგკადრო ჩემი უკადრისი თხოვნა, იმ საერთო ტკივილის გამო, რასაც ვადამდე ჩარჭობილი ხანჯალი იწვევს ადამიანში, ვიდრე იგი კიდევ ცოცხალია.

საქართველოს არაქართველი ხელისუფალის ბოროტი ნებით, ხანჯალი უკვე იარაშია, უწმინდესო და უნეტარესო, ჯერჯერობით ცოცხლები ვართ და ვიდრე სიკვდილისწინა აგონია დაგვეუფლება, მანამდე გვინდა ვეძიოთ გამოსავალი, რათა საბოლოოდ განადგურებას გადავარჩინოთ ქართველი ერი!

ჯერ კიდევ არ არის გვიან, თუმცა, მალე შეიძლება გადარჩენის იმედი გაქრეს და საბოლოოდ ჩამოვუშვათ ხელი ერმაც და ბერმაც!

უწმინდესო და უნეტარესო! უკვე მეოთხე ათეული წელია სასოებით შემოგცქერით მთელი ქართველი ხალხი იმის იმედით, რომ თქვენი ლოცვა და ღაღადისი ქვეყანას გასაჭირიდან გამოიყვანს და, ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა თუ არ გაბრწყინდება, განადგურების საშიშროების წინაშე მაინც არ დადგება! მაგრამ, სამწუხაროს, თანდათან ვრწმუნდებით, რომ ეკლესიასაც კი უჭირს საქართველოს შემოსეულ სატანურ ძალებთან გამკლავება და, არამც თუ საქართველოს გაბრწყინება, მალე შეიძლება ჩვენი თაობა ბედკრული სამშობლოს მესაფლავეებადაც კი გვაქციონ!

ხაზს ვუსვამ – გვაქციონ!, რადგან საქართველოს სათავეში ჯერ სატანასთან წილნაყარი ედუარდ შევარდნაძის მოსვლით, შემდეგ კი მისი ბოროტი ნებით მოსული მოძალადე ანტიქრისტიანი გადამთიელები ჩვენ გაუბედურებულ სამშობლოს სწორედ ქართველების ხელით უთხრიან სამარეს!

სწორედ ეს გახლავთ სატანის მომძლავრება, რასაც ყველა ძალისა და მეთოდის გამოიყენებით უნდა ებრძოდეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია!

სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ამ ბრძოლის ჟინს და ეკლესია მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს, მას შემდეგ, რაც თავს უბედურება დაგვატყდება, მაშინ მოგვაწვდენს ხოლმე პროტესტის სუსტ ხმას, რაც აშკარად არ არის საკმარისი ღრმა კოლაფსში მყოფი ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად და ქართული სულიერების გამანადგურებელთა აქედან გასარეკად.

უწმინდესო, საეკლესიო მოღვაწეს, როგორც სულიერ მოძღვარს, არავინ აკადრებს ხმლის ან შუბის ხელში აღების მოთხოვნას, მაგრამ ეკლესიას სატანურ ძალებთან ბრძოლის უდიდესი იარაღი _ ჯვარი გააჩნია და სწორედ ამ ზეაღმართული ჯვრით უნდა გაუძღვეს იგი ერს მტერთან საომრად. მწყემსმა საიმედოდ უნდა უპატრონოს თავის საწმყსოს, მაგრამ, თუ საჭირო გახდება, კომბალიც უნდა მოიქნიოს მგლების მოსაგერიებლად!

მგელი, აფთარი და სხვა ჯურის მოძალადე დღეს საქართველოს რომ არ აკლია, ეს თქვენზე უკეთ ვინ იცის, უწმინდესო და უნეტარესო!

ქართველი ერი იმიტომ მიენდო ედუარდ შევარდნაძეს, რომ იგი თქვენ მონათლეთ, სიკეთე და კაცთმოყვარეობა დაანათლეთ (სამწუხაროდ – ამაოდ), თქვენ მას ენდეთ, რადგან მთელი თქვენი სიცოცხლე, რელიგიური და ადამიანური მრწამსი მხოლოდ ნდობასა და სიყვარულზეა დაფუძვნებული, მაგრამ ჩვენც ვერ გავითვალისწინეთ, რომ სატანის ქრისტიან მართლმადიდებლად მოქცევა არ შეიძლება, რომ სატანა მხოლოდ ბოროტად გამოიყენებს წმინდა მამებისა და პატრიარქის ნდობასა და სიყვარულს!

შედეგი სახეზეა!

დიდმა სატანა შევარდნაძემ თავისი კანდიდატი სააკაშვილი მოიყვანა და მალე ქვეყანა განუკითხაობისა და ქაოსის მორევში ჩაეფლო!

სამწუხაროდ, თქვენ მონოფიზიტ, თავისი რჯულის კანონის თანახმად, არც მთლად ქრისტიან სააკაშვილსაც ენდეთ უწმინდესო და უნეტარესო!

ჩვენ ღრმად გვწამს, უწმინდესო, რომ თქვენს გვერდით თუნდაც ხუთი წუთით დგომა და თქვენი ხმის მოსმენა თვით ყველაზე ცოდვილსა და ავხორცსაც კი დაარწმუნებს ღვთის სიკეთესა და მისთვის ადამიანური კეთილშობილების გამოვლენის აუცილებლობაში, მაგრამ საუბარია რწმუნებას დროებით მოწყვეტილი უძღები შვილის განცდებზე, და არა მონოფიზიტი ერეტიკოსის მისწრაფებებზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან საკუთარი სჯულის კანონის მიერაა დამოძღვრილი მართლმადიდებლობისათვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მისაყენებლად!

ჩვენ ყველანი ამჯერადაც მოვტყუვდით, უწმინდესო და უნეტარესო!

მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრი წავა, ძალიან მალე წავა მავრი სააკაშვილი და თან წარიტაცებს ქართველი ხალხის ყვლეფით მოვერაგებულ მილიარდებს, და არ გამიკვირდება, თუ მას როდისმე სომეხი გრიგორიანელები წმინდანად გამოაცხადებენ, ზუსტად მის შორეულ წინაპარ ოვანეს მეოთხის მსგავსად, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე – 449 წელს, განუდგა ქალკედონიის კრებას და ანათემას გადასცა მთელი მართლმადიდებლური საქრისტიანო, შემდეგი სიტყვებით: ანათემა მას, ვინც იტყვის, რომ ქრისტე ადამიანი იყო, თავისი ბუნებით, რომ იგი იყო ხორცშესხმული და გადაიტანა ხორციელი წამება, ეზიარა სიკვდილს ადამიანის მსგავსად, ანათემა მას! ვინც არ აღიარებს ქრისტეს ერთსახოვან უკვდავ ბუნებრიობად, ანათემა მას!

თქვენ მაინც ხომ იცით უწმინდესო, რომ ავადსახსენებელ ეჩმიაძინს მთელი საქრისტიანოსადმი შხამიან ისრად ნატყორცნი ეს წყევლა დღესაც არა აქვს მოხსნილი.

თქვენ მაინც ხომ იცით, რამდენი ვერაგობა აქვს ჩადენილი ამ მართლაც სატანის ბუდეს საქართველოსა და ქართველი ერისათვის მთელი თავისი უბადრუკი არსებობის მანძილზე.

გაიხსენეთ, როცა სტუდენტმა ლაღიაშვილმა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი ხანჯლით მოკლა, რუსმა ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. როცა იგი მოკვდა, მისმა შემცვლელმა ეგზარქოსმა უპირველესად გააკეთა ის, რომ თავისი წინამორბედის წყევლა მოხსნა.

სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას კი, უკვე 15 საუკუნეა არ მოუხსნია ქრისტიანების წყევლა! თან უსინდისოდ უმტკიცებენ კაცობრიობას _ ჩვენზე დიდი ქრისტიანი საქრისტიანოს არ ჰყავსო!

განა უფლება ჰქონდა ასეთი ერეტიკული სარწმუნოების საჭეთმპყრობელს, თქვენს გვერდით თავხედურად დამდგარიყო და თანაც საკუთარი უსაფუძვლო პრეტენზიები წამოეყენებინა? თქვენ ხომ მთელი საქრისტიანოს მამასთან _ რომის პაპთან შეხვედრისაგანც კი შეიკავეთ თავი...

მაშ, როგორ შეიძლება, რომ ქალკედონიის კრების მიერ მწვალებლურ სექტად აღიარებული “ეკლესიის” თავკაცი გარეგინი თქვენს მადლს იღებდეს, უწმინდესო და უნეტარესო?

როგორ შეიძლება თქვენს უწმინდესობას ხლებოდა იმ ერეტიკული სექტის თავკაცი, რომელთაც მე-19 საუკუნეში, ეჩმიაძინში ყალბი ფულის საჭრელი მანქანა ედგათ, რადგან იქ პოლიცია ვერ შედიოდა, იმ მოძალადე სექტის წარმომადგენელი, რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს ადამიანურ საწყისის და უზნეოდ იჩემებენ ქრისტეს საფლავის მცველის ადგილს. თუ არ გაქვთ ცნობა, ჩვენ გამცნობთ, რომ დღეს იერუსალიმში ჩასულმა ქართველმა ქრისტიანმა ქრისტეს განსასვენებელში შესვლა რომ მოისურვოს, ვიღაც სომეხ ერეტიკოს ტერტერას 200 დოლარი ქრთამად უნდა გადაუხადოს!

რა შეიძლება იყოს ამაზე ამაზრზენი და გულისამრევი?

ამიტომ, თქვენ გარეგინა არ უნდა მიგეღოთ, როგორც მწვალებელი და ერეტიკოსი!

სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში ქართველი ერი, რომელიც კიდევ ერთხელ წამოეგო უწმინდურთა მიერ გადმოგდებულ ანკესს და ირწმუნა, რომ სატანის მოქცევა შეიძლება, მაგრამ თქვენზე უკეთ ვინ იცის,

რომ არ გასწორდების კუდი ძაღლისა და არცა კირჩხიბი მართლად ვლის!

საუბედუროდ ასეც მოხდა _ მხოლოდ სატანა თუ არ ირწმუნებს უწმინდესისა და უნეტარესის ღაღადისს, ცხოვრების წლებით დამძიმებული ზნემაღალი მღვდელმთავრის ბრძნულ რჩევას და სულელური ღიმილით (განა სატანას სხვაგვარად შეუძლია გაღიმება?) გაიტანს თავისას, საკუთარი სომხური სანათესაოს საამებლად და სასარგებლოდ!

სააკაშვილის უკან რომ მძლავრი ბნელი ძალები დგანან, ეს იქიდანაც დასტურდება, რომ იგი არ არის მთელი ქართველი ერის გაცუცურაკების ნიჭით დაჯილდოებული. თუ ხედავთ, როგორი თანმიმდევრობით მოახერხეს მათ ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვა საქართველოში სხვადასხვა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანით და უგემური შოუების შეთავაზებით, რომელიც კვლავ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხებით ფინანსდება!

უფრო დამაფიქრებელი კი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი ენდობა და რომელსაც ხალხის დარაზმვა შეუძლია მოძალებული მტრისათვის წინააღმდეგობის

გასაწევად. ესეც არაქართველ ნაციონალთა გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია _ ზოგი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ზოგი მოისყიდეს, ზოგი ქვეყნიდან გააქციეს, ზოგს კი ისე გაუთახსირეს ისედაც

დაბალი ავტორიტეტი, რომ ხალხში თავი აღარ გამოეყოფათ...

დამეთანხმებით, უწმინდესო და უნეტარესო, საქართველოში ამგვარი გარემოს შექმნა გახლდათ სომეხთა ის შორსწასული მიზანი, რომელსაც თავის დროზე ებრძოდნენ დიდი ილია, ვაჟა, აკაკი...

და დღეს ქართველ ხალხს სძინავს და თითქოს შორიდან უყურებს, ინდეფერენტულად, თავსდატეხილ დიდ უბედურებას. ხალხის მთავარ საზრუნავს ახლა მხოლოდ ოჯახის გამოკვება წარმოადგენს, რადგან არაქართულმა ხელისუფლებამ გააღატაკა საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკურ წიაღსვლებზე ფიქრის უნარი ამოუშანთა მას.

ვინ უნდა ითავოს ქართველი ხალხის ამ საღათას ძილიდან გამოყვანა მაშინ, როცა ქვეყანაში აღარ არსებობს ხალხის დამმრაზმველი პოლიტიკური ძალა?

რა თქმა უნდა ქართულმა ეკლესიამ, მისმა საჭეთმპყრობელმა, წმინდა სინოდმა, რომლისაც სჯერა და ეიმედება მთელ ქართველ ერს!

დამერწმუნეთ, უწმინდესო და უნეტარესო, ეს არ გახლავთ პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის ჩათრევის მცდელობა. ეს გახლავთ, ცურვას გადაჩვეული, დასახრჩობად განწირული ხალხის ვედრება, რათა ამოიყვანოთ იგი უზნეობისა და უმოქმედობის მორევიდან და გადაარჩინოთ.

ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება ხალხური სიბრძნე: ხელი გაანძრიე და გეშველებაო, რადგან ქართველ ხალხს ხელფეხი მოკვეთილი აქვს და ახლა ვითომგაქართველებული ნაციონალები მას გილიოტინისაკენ მიათრევენ თავის მოსაკვეთად!

თუ დროზე არ ჩავერიეთ, ეს გილიოტინა უკანასკნელ აქტში აუცილებლად ამოქმედდება, რადგან იგი უკვე პირველივე აქტში იქნა გამოტანილი ცხოვრების სცენაზე!

აღარც იმით შეიძლება ხალხის დამშვიდება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ბედნიერება თავისით მოგვიკაკუნებს კარზე! ბედნიერების მოპოვებას ბრძოლა და მტერთან რკენა სჭირდება.

თქვენზე კარგად ვინ იცის უწმინდესო და უნეტარესო, რომ თავისით წვიმა და სეტყვაც კი არ გვევლინება ციდან და ყველაფერი მომხდარი მხოლოდ ღვთის ნებით გვებოძება ხოლმე!

საქართველოსათვის ურწმუნო სააკაშვილისა და ნაციონალების სახით ნაბოძები უბედურება სატანის ნება გახლავთ და არა ზენაარი შემოქმედისა!

სატანას მხოლოდ ლოცვით და მირონცხებით ვერ განატევებ, ლოცვას კომბალიც უნდა მიახმარო!

ერევანში ჩავიდა თუ არა გარეგინა, მეორე დღეს გვამცნეს, რომ ინგლისში გამოცემულ ენციკლოპედიაში სომხებმა მათთვის დამახასიათებელი სიცრუით შეიტანეს ცნობა იმის თაობაზე, რომ თითქოს ქართული ანბანი მესროპ მაშთოცმა შექმნაო. თავისთვის შეექმნათ სომხებს წესიერი ანბანი, ბატიფეხურით რომ წერენ და თავიანთი ანბანივით მახინჯად რომ აზროვნებენ!

უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ცხოვრება იმ ხეს მაგონებს, რომელსაც დრო-ჟამი ნელ-ნელა აცლის ფოთლებს. და ვიდრე ეს ხე მთლიანად განიძარცვება ფოთლებისაგან, ახალი ნერგი უნდა დავრგათ, რათა სიცოცხლე კვლავაც ძველი შემართებით გაგრძელდეს.

ახალი ნერგი კი, საქართველოში, ყოველთვის, მხოლოდ თქვენი მოწოდებით ირგვებოდა!

ამიტომ, მოუწოდეთ დათრგუნულ და მიძინებულ ქართველ ხალხს ერთობისაკენ, უწმინდესო და უნეტარესო! თუნდაც თქვენი ხმის გაგონება აღაფრთოვანებს და საბრძოლველად განაწყობს მთელ ერს!

თქვენ ერს მხოლოდ ერთიანობისკენ მოუწოდეთ, დანარჩენს თქვენსავით ბრძენი, კანონმორჩილი, მოყვასის თაყვანისმცემელი და მტრისადმი შეურიგებელი ქართველი ხალხი თავად გააკეთებს _ ღირსეულ ლიდერსაც აირჩევს და სამომავლო გზასაც!

მე კი დიდ ბოდიშს მოვიხდი და იმედია მომიტევებთ, რომ გულდამძიმებული და ჩემი ქართველობით შეურაცხყოფილი, პირადად, მუხლზე დაჩოქილი, თავდახრილი მოგმართავთ და მოწიწებით ვემთხვევი თქვენი კაბის კიდეს, უწმინდესო და უნეტარესო!

ახლა, მხოლოდ თქვენა ხართ სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი სომხური გარემოცვისაგან ღირსებადამდაბლებული ქართველი ხალხის დახსნის ნიშანსვეტად ქცეული უკანასკნელი იმედი!

თქვენ კი არ უნდა სთხოვოთ, არამედ კატეგორიულად უნდა მოსთხოვოთ სომეხ სააკაშვილს და მის მონურ მორჩილებაში მყოფ ღირსებააყრილ სამარცხვინო პარლამენტს მათ მიერ მიღებული ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დადგენილების გაუქმება, რაც საშინელ საფრთხეს უქადის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილი ტერიტორიების ერთიანობას!

საკითხი უპირველესად ეხება საქართველოს ძირძველ კუთხეს ჯავახეთს, რომლის მისაკუთრებას უზნეოდ ცდილობენ გაჭირვების ჟამს თურქეთიდან ჩვენთან შემოხიზნული სომხები!

თუ ეს გადამთიელები არ გაიზიარებენ თქვენს მოთხოვნას, მერე ქართველი ერი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს საქართველოში გადამთიელთა პარპაში.

და ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, რადგან დრო უკვე ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს!

სააკაშვილმა ვერ უნდა განახორციელოს თავისი ვერაგული ჩანაფიქრი!

არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო იქცეს ბინძური სომხური შეღქმულების მსხვერპლად!მხოლოდ თქვენ ხართ დღეს ის ძალა, რომელსაც შეუძლია ერთ მუჭად შეკრას ქართველი ერი!

თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ ეს წერილი იმავე დიდი ჩინელი ბრძენი ფილოსოფოსის ლაო ძის სიტყვებით გავასრულო:

კაცი რაჟამს საქმეს განასრულებს:

სიმარტოვეში უნდა უკუდგეს.

კაცი საქმეს რომ აღასრულებს:

სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს.

დღეგრძელი გჰყოთ ზეციერმა, ვინაიდან სწორედ თქვენ ბრძანდებით დღეს დასაღუპ ლაბირინთში გახლართული საქართველოს გადამრჩენი!

დღეს უკან დაიხია ხელისუფლებამ და მოგელაქუცათ, რადგან ხალხის რისხვის ეშინია, თორემ ის ავადსახსენებელი დადგენილება სწორედ იმიტომ იქნა მიღებული, რომ სომეხთა უფლება აღიარონ მათ მიერ სრულიად უსაფუძვლოდ სადაოდ ქცეული ქართული კულტურის ძეგლებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ერის დამშვიდების შემდეგ ეგენი რაიმე ვერაგულს მოიმოქმედებენ, ამიტომ არ შეიძლება ერთი წამით, მათი ნდობა, უწმინდესო და უნეტარესო!

მათ ხომ არ გაითვალისწინეს თქვენი უწმინდესობის თხოვნა, რათა არ მიეღოთ ეს მოღალატური დადგენილება!

დღეს არც ერსა და არც ბერს არა აქვს გაჩუმების უფლება!

გვიშველეთ, უწმინდესო და უნეტარესო, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიან!

ყველას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანურ ძალებთან მართლმადიდებლური ეკლესიის ნებისმიერი კომპრომისი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ქართველი ერისა და საქართველოსათვის!

დამერწმუნეთ, ხვალ უკვე აღარაფერი გვექნება გადასარჩენი, ვინაიდან, რაც აღარ არსებობს, იმის ვერც

გადარჩენას შევძლებთ და ვერც თავიდან შექმნას!

 

როლანდ ჯალაღანია,

ფაზისის აკადემიის წევრი,

გაზეთი ილორი