რელიგია
კიევის პეჩორის ლავრაში მრევლი საქართველოს პატრიარქს ანთებული სანთლებით ისე შეხვდა, როგორც ცოცხალ წმინდანს

kieviროგორც სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს პატრიარქს კიევში არნახული დახვედრა მოუწყო მრევლმა. ნესტან კირთაძეს უკრაინელი კოლეგები აცნობებენ, რომ ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო ლავრის მთე ტერიტორიაზე და ასე სანთლებითა და მუხლმოდრეკით შეეგებნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. გუშინ სასწაულები ხდებოდა კიევის პეჩორის ლავრაში... ახლოს მიგვიშვით... შორიდან მაინც დაგვანახეთ...ნამდვილი წმინდანია... ტიროდა და უხაროდა ყველას...“

„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ახალი ტიტულატურით – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თბილისისა და მცხეთის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი... რაც ნიშნავს ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და მთლიანობის, მისის კეთილი მწყემსის, მისის საჭეთმპყრობლის, როგორც ერთიანი საქართველოს ლიდერის მიღებას.

ყველა სულმოუთქმელად ელოდა პატრიარქების გამობრძანებას და მოლაპარაკებათა შედეგების გაცნობას... ასეთი შეუვალი, მტკიცე და პრინციპული რუსეთის პატრიარქის პოზიცია, რომ არ დაშვებს განხეთქილებას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ჯერ არ ყოფილა... ასეთი შეუვალი და მტკიცე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მართლმადიდებელი, სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის სრულ განვრცობაზე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ჯერ არ ყოფილა!.. ქნებ ღმერთმა მაინც ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა და გამთლიანება. იქნებ გააღვიძო მიძინებული სული… ეს ისტორიული ფაქტია. ეს ისტორიული შეხვედრაა და კიდევ რააც ახლის დასაწყისი... – ვკითხულობთ კომენტარებში.

 

საქინფორმი