აქტუალური
შალვა ნათელაშვილი: „სახელისუფლო წრეებში ჟურნალისტებზე თავდასხმის გეგმები მზადდება“

shalva28როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაპირისპირების ერთი რაუნდი მოიგეს და დაკავებული ფოტორეპორტიორები გათავისუფლდნენ, ხელისუფლება მათზე შურისძიების ახალ გეგმებს ადგენს“.

„საუბარია „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ფიზიკურ განადგურებაზე, რომელმაც თავის სტატიაში ამხილა მიხეილ სააკაშვილის ბათუმური ღრეობები აუზში სტინგის კონცერტის შემდეგ, ე.წ. ფეხმჩატე არსებებთან ერთად“, – აცხადებს ნათელაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჟურნალისტს საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლება საპასუხოდ საყოველთაო სახალხო აჯანყებას მიიღებს და შემდგომ უკვე ამას რუსეთის სპეცსამსახურებს ვერ გადააბრალებენ.

 

საქინფორმი