რელიგია
ილია მეორემ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, სულ ნეგატიური ინფორმაცია არ გააშუქონ

patriarq_iliaუწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართ, სულ ნეგატიური ინფორმაცია არ გააშუქონ.

 

ამის შესახებ, პატრიარქმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მინდა რაღაც გთხოვოთ, სულ ნეგატიური ინფორმაცია არ შეიძლება გაუშვათ, კარგიც დაწერეთ. ქვეყანაში კარგიც ხდება და ცუდიც, მაგრამ ახლა რატომღაც ნეგატიურია და ხალხი დაიღალა ცუდის მოსმენით, “გველებმა დაგესლეს”, “შვილმა დედა მოკლა”, თქვენ პასუხისმგებლები ხართ ღვითისა და ხალხის წინაშე”,- ასე მიმართა პატრიაქრმა ჟურნალისტებს.

 

საქინფორმი