უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კომისია შეიქმნას

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ამასთან, ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.

გარდა ამისა, ზელენსკისთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი როლი შეასრულოს.

1tv.ge