სამართალი
პარლამენტმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვორუმის არარსებობის გამო, კენჭი ვერ უყარა

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარეს.

სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენების შემდეგ რეგისტრაცია მხოლოდ 54 დეპუტატმა გაიარა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი პოლიტიკურმა ჯგუფმა, „საქართველოსთვის“ მოამზადა.