უცხოეთი
ელონ მასკი - ჯორჯ სოროსს სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა, მას სძულს კაცობრიობა

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ჯორჯ სოროსს სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა, სოროსს სძულს კაცობრიობა, – ამის შესახებ ამერიკულმა მილიარდერმა და კომპანიების „ტესლას“ და „სფეისიქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა განაცხადა.

„ჯორჯ სოროსი მაგნეტოს მაგონებს“, – დაწერა „ტვიტერში“ მასკმა.

ამერიკელი მილიარდერის განცხადებას „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსს კარგი განზრახვები აქვს, რასაც ელონ მასკი არ ეთანხმება.

„თქვენ თვლით, რომ ისინი კარგი ზრახვებია. არ არის კარგი განზრახვები. მას სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა. სოროსს სძულს კაცობრიობა“, – აღნიშნა ელონ მასკმა.

1tv.ge