სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები პროცესს არ დასწრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა.