სამართალი
ზურაბიშვილი: ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა!

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ,„ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინცდამაინც ომით, მაინცდამაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არისთავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს. ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს  დაამარცხებს. ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა მიზნად ისახავს 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ, ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.