აქტუალური
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია „ტვიტში“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.