აქტუალური
ეროვნული ბანკი - 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით - 213.9 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 7თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 213.9 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 60.4 პროცენტი შეადგინა და წლიურად 110.7 პროცენტით მოიმატა.

„აღნიშნულ თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად, 12-ჯერ გაიზარდა. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ზრდას განაგრძობს და დეკემბერში წლიურად 188.2 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კრიზისამდელ დონეს აჭარბებს და 2019 წლის დეკემბერს 67.2 პროცენტით აღემატება.

მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (74.2 პპ), თურქეთიდან (56.0 პპ), უკრაინიდან (11.6 პპ) და სომხეთიდან (8.4 პპ) შემოსავლების ზრდას უკავშირდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.