აქტუალური
კელი დეგნანი: აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება.

აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში. ჯერ ვერ მივხვდი, რა არის ჩანაწერში სასკანდალო, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს აბაშიძე.